როსელი: "ნეიმარი - მარადონას, რომარიოს, მესის და რონალდინიოს მაგონებს"
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ინფორმაციას ბრაზილიური პრესა იტყობინება. კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას ძალიან სურს ნეიმარი "ბარსელონაში" იხილოს.
"როგორც გულშემატკივარი შემიძლია ვთქვა, რომ ნეიმარი - არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. თუ ის "ბარსელონაში" გადავა გულშემატკივარი და ჩვენი კლუბის წევრები მოხარულნი იქნებიან. ნეიმარი ფეხბურთელების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, როგორიცაა: მარადონა, რომარიო, მესი და რონალდინიო. მისი თამაშის სტილი ბევრ კლუბს არ მოსწონს თუმცა "ბარსელონას" გულშემატკივარს მისი სტილი ძალიან მოსწონს." - განაცხადა როსელმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]