ტიტო ვილანოვა პირველ ვარჯიშს პარასკევს ჩაატარებს

ტიტო ვილანოვა პირველ ვარჯიშს პარასკევს ჩაატარებს

კატალონიურმა კლუბის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტიტო ეტაპობრივად შეუდგება გუნდის მართვას. ვილანოვა ნიუ-იორკიდან ოთხშაბათს ჩამოფრინდა და მას ჰქონდა 2 დღე დასასვენებლად. 29 მარტს, პარასკევს 2 თვიანი პაუზის შემდეგ ტიტო პირველად ჩაატარებს ვარჯიშს. ფეხბურთელებმა ახლახანს დატოვეს ნაკრებები და ჩამოფრინდნენ კატალონიაში. ”ბარსელონას” არგენტინის ნაკრების წარმომადგენლები, ლეო მესი და ხავიერ მასკერანო ბოლოები გამოჩნდენ აეროპორტში.

შემდეგი მატჩი ”ბარსას” ”სელტასთან” აქვს. მატჩისწინა პრესკონფერენციას ჟორდი როურა ჩაატარებს. კლუბის ხელმძღვანელობამ კი ჯერ ვერ გადაწყვიტა, გაუშვას თუ არა ტიტო გუნდთან ერთად ”ბალაიდოსზე”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.