ვინ იქნება ვალდესის შემცვლელი?
ვალდესმა უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, ასე რომ ”ბარსელონას” საფიქრალი ზაფხულში იქნება მეკარის პოზიციის გაძლიერება.
კატალონიელი სკაუტები განსაკუთრებით გამოყოფენ სამ მეკარეს: ”მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითადი მეკარე დავიდ დე ხეა, ”ვალენსიელი” ვისენტე გუაიტა და ”ჩელსის” საკუთრებაში მყოფი ტიბო კურტუა. ეს უკანასკნელი იჯარით იმყოფება ”ატლეტიკო” მადრიდში და შესანიშნავად ავლენს თავის შესაძლებლობებს.
ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ”ბარსელონას” მეკარემ აუცილებლად უნდა იცოდეს ფეხით თამაში, რასაც ნამდვილად ვერ დავუკარგავთ ვიქტორ ვალდესს. იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მეკარეებს შორის ამ კომპონენტში. მისი ხელშეკრულება ბლაუგრანასთან 2014 წელს იწურება, მაგრამ ესპანელმა გოლკიპერმა მტკიცე უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, ასე რომ მოსალოდნელია მისი წასვლა წელს, ზაფხულში. სანდრო როსელს გადაწყვეტილი ჰქონდა თავდამსხმელის და მცველის ყიდვა, მაგრამ ახლა საჭირო გახდა მეკარის პოზიციის გაძლიერებაც. ალბათ, ყველა კულეს აწუხებს ერთი და იგივე კითხვა: ვინ იქნება ვალდესის შემცვლელი?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]