"ინტერი" მონტოიას იწვევს

"ინტერი" მონტოიას იწვევს

ერთდროულად ორი იტალიური გაზეთი წერს, რომ მილანის "ინტერი" დაინტერესებულია კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა მცველით მარტინ მონტოიათი, რომლითაც დაცვის ხაზის გაძლიერების ალტერნატივას განიხილავს.

21 წლის ფეხბურთელის კლასი "კამპ ნოუზე" ძალიან კარგად ფასდება, თუმცა ძირითადში მოხვედრის შანსი დანი ალვეშის გამო ჯერჯერობით შეუძლებელია. "ინტერს" კი შეუძლია, რომ მონტოიას მეტი სათამაშო დრო შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ "ინტერს" ასევე სურს შეიძინოს "ბარსას" ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.