2 ცვლილება საიტზე!

2 ცვლილება საიტზე!

გაცნობებთ, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენს საიტზე შეიცვლება ავატარების დამატების სისტემა. ნაცვლად ამჟამად მოქმედი სისტემისა, ადმინისტრაცია მომხმარებლებს სთავაზობს ავატარის დაყენების 2 ალტერნატიულ გზას. მომხმარებელს თავად შეუძლია აირჩიოს, რომელ გზას გამოიყენებს.

ცვლილებების განხორციელების საჭიროება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. უპირველესად, მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა არსებულ სისტემას ალღო ვერ აუღო და ხშირად ხდებოდა ავატარის ბმულის ველის არამიზნობრივად გამოყენება, რაც საიტის გადატვირთვის ერთ-ერთი მიზეზი ხდებოდა.

ამიერიდან, მომხმარებლებს შეუძლიათ ავატარი საიტზე პირდაპირ ატვირთონ (როგორც ეს ჩვენს საიტზე ადრე ხდებოდა), ან გამოიყენონ საყოველთაოდ ცნობილი სერვისი Gravatar-ი. ახალ სისტემას ის დადებითი ფუნქცია აქვს, რომ ავატარები გამოჩნდება ჩეთშიც. გარდა ამისა, საიტზე პირდაპირ ატვირთვა უფრო მარტივი და ყველასთვის გასაგები გზაა, ვიდრე სურათის ბმულის გამოყენება.

ავატარის დაყენების დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ამ გვერდზე.

გაითვალისწინეთ: 1 აპრილამდე, სიახლის კომენტარებში, გამოჩნდება თქვენი ძველი ავატარები. ეს დრო ადმინისტრაციამ გაითვალისწინა იმისათვის, რომ მომხმარებლებმა ახალ სისტემაზე გადასვლა მოასწრონ. 1 აპრილს, ჩაირთვება ახალი სისტემა. ამჟამად, მომხმარებლის პროფილში უკვე ჩართულია ახალი სისტემა და ავატარის ატვირთვის, ან Gravatar-ის ფუნქციის გამოყენების შემთხვევაში, ახალი ავატარი აისახება თქვენს პროფილში.

კიდევ ერთი ცნობა, რომელიც საიტს ეხება. 30 მარტს, საღამოს 7 საათზე მოხდება ყველა მომხმარებლის პერსონალური შეტყობინების (PM) ყუთის გასუფთავება. თუ თქვენს PM-ის ყუთში მოგეპოვებათ საჭირო ინფორმაცია, გთხოვთ, შეინახოთ იგი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.