”სელტა” - ”ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის წინ

”სელტა” - ”ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის წინ

 

ჟორდი როურამ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ტიტო ეტაპობრივად დაბრუნდა. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ვილანოვა უხელმძღვანელებს გუნდის დღევანდელ ვარჯიშს, თუმცა ვიგოში არ გაემგზავრება: ”ის და ექიმები შეთანხმდნენ, რომ ასე აჯობებს. მან ახლახანს დაასრულა მკურანოლობა და პირველი 7-10 დღე ძალიან რთულია. ჩვენ მოცდა გვირჩევნია, თანაც ის ვარჯიშზე იქნება. კარგი შანსია იმის, რომ ტიტო პარიზში წამოვა”.

ჟორდი როურა დარწმუნებულია, რომ ტიტოს დაბრუნებით გუნდი დიდ მორალურ მხარდაჭერას მიიღებს: ”ტიტოს დაბრუნება ბევრს ნიშნავს. ბოსი დაბრუნდა და ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს გუნდისთვის ძალიან დიდი წახალისებაა”.

პირველ რიგში ”სელტა”

სანაკრებო მატჩების შემდეგ გუნდს ”სელტასთან” გასვლითი შეხვედრა ელის. როურა გვაფრთხილებს, რომ ეს ადვილი მატჩი არ იქნება: ”ისინი პირველ დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვიან, რაც უფრო გვირთულებს საქმეს. შეხვედრას სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით. კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია მთავარი მიზნისკენ”.

როურამ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ გუნდს ბევრი ფეხბურთელი დააკლდება: ”ეს ყოველ წელს ხდება. როგორც წინა შემთხვევებში ამას გავუმკლავდებით. არიან ფეხბურთლები, რომლებიც დანაკლისს შეავსებენ და 100 პროცენტით დაიხარჯებიან”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.