მასკერანო: ”აბიდალი დაბრუნდა, გილოცავ!”
”ბარსელონას” არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ გუნდის მცველს, ერიკ აბიდალს სოციალური ქსელის საშუალებით დიდ ფეხბურთში დაბრუნება მიულოცა.
”ის დაბრუნდა, გილოცავ აბი!” - განაცხადა ფეხბურთელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე და თან გამოაქვეყნა ფოტო ერიკთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ 1 წლიანი პაუზის შემდეგ ერიკ აბიდალი პირველად მოხვდა ”ბარსელონას” განაცხადში. ფეხბურთელი დიდი ალბათობით ხვალ ”სელტას” წინააღმდეგ ითამაშებს.
რამდენიმე წუთის წინ ასევე სოციალური ქსელი საშუალებით ანდრეს ინიესტამ გაავრცელა ფოტო, სადაც ის და ერიკი თვითმფრინავში იმყოფებიან. გუნდი ვიგოში მიემგზავრება.

მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]