ჩავი და ალბა განაცხადში არიან
ჩავი ერნანდესი და ჟორდი ალბა პარიზში გუნდთან ერთად გაემგზავრებიან, სადაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართება. ჩავი ერნანდესი მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს, ალბას კი ექიმებმა თამაშის უფლება დღეს დილით მისცეს. ასევე განაცხადშია ვიქტორ ვალდესი, რომელმაც ”სელტასთან” გამართული მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა დარჩა ჯონათან დოს სანტოსი.
სესიას ვილანოვა ხელმძღვანელობდა
ტიტო ვილანოვა გუნდის აღდგენით ვარჯიშს ხელმძღვანელობდა. ეს მისი მეორე ვარჯიში იყო ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ. მწყობრში მყოფ ფეხბურთელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ ჩავი და ალბა. ასევე სესიაზე იყვნენ იე, კა, ოიერი და დეულოფეუ.
მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, ინიესტა, ალექსისი, მესი, ტიაგო, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, ალბა, მონტოია, აბიდალი, სონგი, ტელიო, ოიერი, დეულოფეუ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]