მესის გამოკვლევა ოთხშაბათს ჩაუტარდება

მესის გამოკვლევა ოთხშაბათს ჩაუტარდება

"ბარსელონას" და ალბათ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ელის ლიონელ მესის სამედიცინო შემოწმებას, რომლის შემდეგაც გაირკვა, რამდენად სერიოზულია არგენტინელი ვარსკვლავის დაზიანება.

მესიმ ტრავმა პსჟ-სთან გამართული მატჩის პირველ ტაიმში მიიღო და მე-2 ნახევარში ის მოედანზე არ გამოჩენილა. პირველადმა შემოწმებამ ცხადყო, რომ არგენტინელს მუხლქვედა მყესი აქვს დაზიანებული. ლეოს დეტალური გამოკვლევა ოთხშაბათს ჩაუტარდება და გაირკვევა, შეძლებს თუ არა ის "პარი სენ ჟერმენთან" გასამართ განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.

არაოფიციალური და დაუდასტურებელი ინფორმაციით, არგენტინელს 3 კვირა გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ის პსჟ-სთან ვერ ითამაშებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.