ჩავიმ გოლი მიქელს მიუძღვნა
ჩავი ერნანდესმა, არ დაარღვია თავის პირობა და გატანილი გოლის 10-წლის ბიჭს, მიქელს მიუძღვნა, რომელიც თავდაუზოგავად ებრძვის ლეიკემიას.
რამდენიმე კვირის წინ კატალონიურმა რადიო მიმღებმა შეადგინა იმ ბავშვთა სია, რომელნიც თავდაუზოგავად ებრძვიან სიმსივნეს. ერთ-ერთი მათგანი იყო 10-წლის მიქელი. იგი 3-წლიდან ებრძოდა ლეიკემიას და ამ ასაკიდან მოყოლებული, მისი ოცნება ჩავისთან შეხვედრა გახლდათ. რადიოდან გაგებული ამბავის შემდეგ ჩავი მაშინვე ჰოსპიტალისკენ გაეშურა და ავადმყოფ ბავშვს ორ რამეს შეჰპირდა: 1. როდესაც მიქელი განიკურნებოდა მეორე დღესვე ჩავი მას ”ბარსას” სავარჯიშო სესიაზე წაიყვანდა. 2. თუ ჩავი ”მილანის” კარს აიღებდა მიქელს აუცილებლად მიუძღვნიდა გოლს, თავზე ხელის დადებით. ესპანელმა ნახევარმცველმა ვერ მოახერხა იტალიელთა კარში გოლის გატანა, მაგრამ მან ეს პსჟ-ს წინააღმდეგ გააკეთა და შესაბამისად პირობაც არ დაურღვევია.
პირველი გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან
პარიზში გატანილი თერთმეტმეტრიანი ჩავისთვის 1998 წლის დებიუტიდან მოყოლებული პირველი აღმოჩნდა. ერნანდესი არასდროს არ იღებდა თავის თავზე პენლის დარტყმის ვალდებულებას, მაგრამ მესი მოედანზე არ იყო და მასზე დაკისრებული ლიდერის ფუნქციები ჩავიმ იდეალურად შეასრულა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]