"ბარსა”, ”რეალი” და ”ბაიერნი” კომპანისთვის იბრძვიან

"ბარსა”, ”რეალი” და ”ბაიერნი” კომპანისთვის იბრძვიან

 ევროპული ფეხბურთის სამი ღირსეული წარმომადგენელი, ”რეალი”, ”ბარსელონა” და ”ბაიერნი” კიდევ ერთ მარათონში ჩაებნენ. სამივე მათგანი შეეცდება ამ ზაფხულს გააძლიეროს დაცვის ხაზი, ამისთვის კი ისინი ”მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელის, ვინსენტ კომპანის შეძენას აპირებენ. არაერთმა ინგლისურმა გამოცემამ განაცხადა, რომ ბელგიელი მცველი ”სიტიში” თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, რადგან მას კონფლიქტი ჰქონდა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რობერტო მანჩინისთან. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ისიც, რომ სეზონის დაწყების წინ კომპანიმ კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა. 

 არც ”ბარსა” და არც ”რეალი” არ აპირებს ამ ფეხბურთელის დათმობას. კატალონიელებს დაცვაში აშკარა ჩავარდნა აქვთ და აუცილებლად სჭირდებათ ძლიერი და გამოცდილი ცენტრალური მცველი. ”ბაიერნი” მაინც არ ითვლება ვინსენტისთვის საუკეთესო ვარიანტად, რადგან მიუნხენელები აქცენტს აკეთებენ ”ფიორენტინის” ახალგაზრდა უკანახაზელზე, სტეფან სავიჩზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.