მანსანო:" მესის არყოფნა თავის ნაკლები ტკივილია"
"მალიორკას" მთავარმა მწვრთნელმა გრეგიორიო მანსანომ "ბარსელონასთან" მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"მესის არყოფნა ნაკლები თავის ტკივილია. ფეხბურთელებს უფრო მეტის გაკეთების შანსი ექნება. კარგია, რომ გუნდს არ შეეწინააღმდეგება მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი."
"მე არ ვამბობ იმას, რომ მესის გარეშე "ბარსელონა" დასუსტდება. მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ იმისათვის, რომ არგენტინელი შეცვალონ, მაგრამ მისი მსგავსის მოძებნა გაუჭირდებათ. მათ ჰყავთ, ჩავი, ინიესტა, ვილია და ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი, რომელსაც მატჩსი გადაწყვეტა შეუძლია."
"ამ უიკენდზე ჩვენ შევეცდებით ჩვენი მთელი შესაძლებლობა გამოვავლინოთ. სწორედ ასე შეგვიძლია მოვიპოვოთ ქულები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ." - დაასრულა მანსანომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]