საფრანგეთი - მექსიკა, „ბლაუგრანელების“ სტატისტიკა
რაფაელ მარკესმა ეს შეხვედრა მექსიკის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და კაპიტნის სმაკლავურიც დაიბრუნა ამ მატჩში. ასევე საფრანგეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ერიკ აბიდალი და მან სრული 90 წუთი დაჰყო მინდორზე. ხოლო ტიერი ანრი სათადარიგოთა სკამზე შეხვდა მატჩის დასაწყისს.
გადავხედოთ მცირეოდენ სტატისტიკას:
მატჩის შედეგი: საფრანგეთი - მესიკა 0-2
თამაშის 64 - ე წუთზე რაფაელ მარკესის მიერ გაკეთბული გადაცემა გოლით დაგვირგვინდა, ამდენად ბლაუგრანელის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემაა ორ თამაშში. ამ ბრწყინვალე პასმა უფრო აახმაურა მექსიკის ნაკრების გულშემატკივრები და მათი ვუვუზელები, ხოლო გოლის შემდეგ კი ტრიბუნაზე ნამდვილი ზეიმი გაიმართა. ეს გახლდათ მექსიკის ნაკრების პირველი გამარჯვება საფრანგეთის ნაკრებზე, მათი შეხვედრების ისტორიაში.
ერიკ აბიდალმა კი საკუთარ საჯარიმოში მექსიკელების წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესი, რის გამოც ყვითელი ბარათი და 11 მეტრიანი დარტყმა გამოიმუშავა. თერთმეტმეტრიანი მექსიკელმა ბლანკომ შეასრულა 79-ე წუთზე და ანგარიშიც გაიზარდა. რა თქმა ამ მატჩის შემდეგ, რაფა მარკესი იყო ყველაზ ბედნიერი ბლაუგრანელი.
ტიერი ანრიმ კი მთელი მატჩი ზამთრის პალტოში ჩაფუთნულმა გაატარა სათადარიგოთა სკამზე.
ამ ჯგუფის ბოლო თამაშები (და სავარადუდოდ. აბიდალისა და ანრისთვის ეს იქნება ბოლო თამაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე), გაიმართება 22 ივნისს, ერთმანეთს მექსიკა-ურუგვაი და საფრანგეთი-სამხ.აფრიკა დაუპირისპირდებიან.
totalbarca.com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]