ერთადერთი და განუმეორებელი ანუ მეტი ვიდრე კლუბი!
ახლა რა თემაზეც მინდა გესაუბროთ ეს ჩემი , შენი და ჩვენი კლუბი ''ბარსელონაა'' ! ჩემი მთლიანი ცხოვრება თუ არა ცხოვრების ნახევარი ამ გუნდს უკავშირდება ! ვერაფერი ვერ წარმომიდგენია ამ სპროტისა და ''ბარსას'' გარეშე.. რაც ჰანს გამპერმა ეს გუნდი დაარსა მას შემდეგ საუკენეზე მეტი გასული ! (კერძოდ 111 წლის არის)
საფეხბურთო კლუბი ბარსელონა, გულშემატკივრებისთვის უბრალოდ "ბარსა" (მეტსახელები: "blaugrana”, "azulgrana”, "Dream Team”) , რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის – კატალონიის წარმომადგენელი და სიამაყეა , 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა , სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. "ბარსა” უკვე მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.. კლუბის დევიზია "Més que un club” (უფრო მეტი ვიდრე კლუბი)
და ხშირად მიფიქრია რატომ უფრო მეტი ვიდრე კლუბი ? რით არის სხვა გუნდებზე მეტი და რით შეძლო მილიონობით ადამიანის გულის მოგება ?
კითხვებს თავად ვსვამ და შევეცდები პასუხებიც თავად გავცე !
რატომ უფრო მეტი ვიდრე კლუბი ? პასუხი არც ისე მარტივია , მაგრამ რა თქმა უნდა ტყუილუბრალოდ არ არის ამ ტიტულის მატარებელი ! პირველ მიზეზად ალბათ იმას დავასახელებდი , რომ გუნდი დაკომპლექტებულია უფრო მეტით ვიდრე ფეხბურთელებით .. რას ნიშნავს ეს ? იმას , რომ მათთვის მთავარი ჯერ პიროვნული თვისებებია და შემდეგ სხვა ყველაფერი ! ლეო მესი ! ოთხ გზის საუკეთესო ფეხბურთელი , რომელიც თამდაბლობად იღვრება ჩემში ხანდახან გაღიზიანებასაც კი იწვევს თავისი მოკრძალებული განცხადებებით , მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით ამაზე ფიქრს მივხვდებით , რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ უყვართ ლეო ! სათითაოდ ყველა ფეხბურთელს ვერ და არ ჩამოვთვლი , მაგრამ ანდრესი , ხავი , პუიოლი სწორედ ის მოთამაშეები არიან , რომლებიც ჯერ პიროვნული თვისებიბებით და შემდეგ თამაშის მაღალი კლასით ფასობენ ! მომავალი თაობაც ზუსტად ასეთი ! არანაირი ზედმეტი წარმოდგენა თავიანთ თავზე და არც ის რაც არიან ! მხოლოდ ამ მიზეზების გამო როდია ''ბარსელონა'' ამ წოდების მატარებელი ! ხშირად იდება სიახლეები თემასთან დაკავშირებით : ''გაბრიელმა , რომელსაც დაბადებიდან არ აქვს ტერფები ''ბარსელონა'' მოინახულა'' .. ''კლუბი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრა'' .. ''ბრმა ბიჭუნამ კამპ-ნოუზე ფეხბურთელები ამოიცნო'' .. ''მესი თავისი თანხის 30% ბავშვთასახლს ურიცხავს'' .. ბევრ სიყვარულს გასცემს კლუბი ასეთი ადამიანების მიმართ და ბევრსაც რებულობს .. კიდევ რატომ მეტი ვიდრე კლუბი ? მათ არასდროს არ აქვთ კონფლიქტი არც მწვრთნელებთან და არც ერთმანეთთან თუ აგორებულ ჭორებს არ დავეყრდნობით .. მათ დაუვიწყარი წარსული , აწმყო და ეჭვიც არ მეპარება , რომ მომავალიც აქვთ ! კიდევ რატომ უფრო მეტი,ვიდრე კლუბი ?

ეს არის გუნდი , რომელმაც შეძლო და მოიპოვა ის ტიტულები და თასები , რომლებიც ახლა კლუბის მუზეუმში ინახება.. ეს არის კლუბი ,რომელმაც შეძლო საუკეთესო ფეხბურთელების გაერთიანება და საოცარი გუნდის ჩამოყალიბება.. ეს კლუბი არის მრავალი ჩემპიონატის მრავალგზის ჩემპიონი.. "ბარსელონა” ერთ-ერთი იყო 1928 წელს , რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი” არასოდეს დაუტოვებიათ.. "ბარსა” გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 21-გზის ჩემპიონობით , 26 ესპანეთის თასით , 10 ესპანეთის სუპერ თასით , 4 ევროპის ჩემპიონთა თასით , 4 თასების მფლობელთა თასით , 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს !
და მაინც ჩნდება კითხვა რატომ უფრო მეტი ? ეს ვიდეო ალბათ ყველას გასცემს პასუხს !
[media=http://www.youtube.com/watch?v=3xwJcJxn9x8]
და მე როგორც რიგით კულეს სხვა არაფრის თქმა შემიძლია ! უბრალოდ მეამაყება , როცა ჩემზე ამბობენ , რომ ის კულეა , როცა ''ბარსას'' მაისური მაცვია .. როცა ჩემი გუნდი იგებს .. როცა ჩვენს ჰიმნს ვუსმენ .. როცა სხვა გუნდის გულშემატკივარიც აღიარებს ფეხბურთელისა თუ გუნდის სიძლიერეს .. როცა უბრალოდ ვუყურებ მათ თამაშს და ვტკბები მათი არაამქვეყნიური თამაშით !
ზუსტად ბარსელონაა ერთადერთი , რომელსაც ცუდ ხასიათზე მყოფი მოვუყვანივარ კარგ ხასიათზე , საოცარი თამაშით და გამარჯვებებით.. ეს არის კლუბი , რომელიც მახსენებს , რომ არასდროს არ არის ბრძოლა წაგებული ! ეს არის კლუბი , რომელიც მაიძულებს სულ მახსოვდეს , რომ არასდროს არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი და იბრძოლო ბოლომდე , როგორც ცხოვრებაში , ასევე მოედანზე !
ამის დასტურად 2009 წლის 6 მაისი შეიძლება მოვიყვანოთ .. ნახევარფინალში ბოლო წუთებზე ინიესტას გოლი !
და სწორედ ეს არის ის კლუბი , რომლის თამაშის ყურებისთვისაც ღირს სიცოცხლე !
''ბარსელონა'' მეტი ვიდრე უბრალოდ კლუბი ! - მეტი ვიდრე ფეხბურთელებით !
დიდი ოჯახი !
[media=http://www.youtube.com/watch?v=YcHeNnZsRns]
[media=http://www.youtube.com/watch?v=W5V-VOIMr0Y]
სპეციალურად Barcamania.Ge-თვის ©
ჯერემი რენერი
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]