ანჩელოტი:" არ ვნერვიულობთ"
"პარის სეინტ ჟერმეინის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ბარსელონასთან" მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და მის გუნდზე ისაუბრა.
"თუ მესი არ ითამაშებს, ეს ჩვენს შანსებს გაზრდის, ამგრამ არ შეცვლის ჩვენს სტრატეგიას. იმისათვის, რომ ვითამაშოთ მსოფლიოში საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ, უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალების. არ არის აუცილებელია ჩაიციკლო საკუთარ შეცდომებზე. პირიქით, საჭიროა ფოკუსირდე რაც კარგად გამოგვივიდა პირველ მატჩში. არავინ ნერვიულობს. "პსჟ" ბედნიერია, რომ მივიდა ამ სტადიამდე. ყველამ იცის, რომ გვაქვს შანსი გავიდეთ შემდეგ ეტაპზე, პატარა, მაგრამ მაინც გვაქვს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ შესანიშნავი გუნდი. იმისათვის, რომ გავიდეთ ნახევარფინალში, უნდა ვიბრძოლოთ და შევეცადოთ არ დავკარგოთ ბურთი ტყუილად."
"გუნდმა კარგად იმუშავა. ყველა კარგ ფორმაშია, ყველას სურს ამ მატჩში მიიღოს მონაწილეობა. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს და დროა გავიდეთ მოედანზე." - დაასრულა ანჩელოტიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]