ჟოზე მოურინიო: "პარიზში მე მეგობრები მყავს ბარსელონაში კი არა"
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის დღევანდელ მატჩებზე კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა საკუთარი აზრი დააფიქსირა "ბარსელონა" - "პსჟ"-ს მატჩზეც.
"ვნახოთ, ნახევარფინალში ზედიზედ მესამე გასვლა იქნება თუ არა ჩვენთვის წარმატებული. ჩვენი შესაძლო მეტოქეები "დორტმუნდი", ძალიან მალე კი "ბარსელონა" ან "ბაიერნიც" იქნება. - ევროპის სამი საუკეთესო კლუბი. წინ კიდევ 2 გასაოცარი მატჩი გველის. მე მსურს ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ვითამაშო. პარიზში მე მყავს ისინი, ხოლო ბარსელონაში არა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი - ეს არ არის კლუბის საბოლოო მიზანი და მე ეს ვიცი." - განაცხადა პორტუგალიელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]