კატალონიის და სრულიად ესპანეთის სული ! კარლეს პუიოლ საფორსადა !
კარლეს პუიოლ საფორსადა , "ბარსელონას” კაპიტანი და ფეხბურთელი , რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში უკვე 400-ზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.. ამ გუნდის ერთ-ერთი ვეტერანი.. ის კამპ ნოუზე 1999 წლიდან თამაშობს.. 17 წლის იყო , როცა "ბარსელონას” მეორე გუნდში ჩაირიცხა , მანამდე მშობლიურ ქალაქში , ლა პობლა დე სეგურში , ამავე სახელწოდების კლუბში თავდამსხმელად თამაშობდა.. დაცვაში პუიოლმა მხრის ტრავმის შემდეგ გადაინაცვლა.. კარლესი გუნდის პირველი კაპიტანია 2004 წლიდან .. ის გუნდის სულია , მისაბაძი მაგალითი ახალგაზრდებისთის გამარჯვებული სულის გამო..პუიოლი ”ერთგულთა სიაში ” მიგელის , ჩავის , კარლეს რექსაჩის და გილერმო ამორას მხარდამხარ საუკეთესო ხუთეულშია.. დღეს მას 35 წელი შეუსრულდა ! რა თქმა უნდა მისი წლების მატება ჩვენთვის კარგი არის , რადგან კარიერის დასრულებისკენ მიიწევს , მაგრამ ახლა ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ და მხოლოდ მის პიროვნულ თვისებებსა და პროფესიონალიზმს გავუსვამ ხაზს !

მამაცი კაპიტანი , ლომგული , ტარზანი , კლუბის სული და გული .. ასეთი ზედმეტ სახელებით მოიხსნებიენ დღევანდელი ჩემი სტატიის გმირს ! როგორც ''ბარსას'' სხვა ფეხბურთელები ასევე კარლესიც გამოირჩევა დადებითი პიროვნული თვისებებით და ისევე , როგორც სხვები ჯერ ადამიანობას და შემდეგ პროფესიონალიზმს აყენებს ! არც ჩვენს კაპიტანზე მეგულება ადამიანი ვინც არ აფასებს ! ვინც ცუდად მოიხსენიებს ! ძნელია არ დააფასო ისეთი ადამიანი , ფეხბურთელი და კაპიტანი , როგორიც კარლესია ! ადამიანი მოტივაცია ! კლუბში ყველა ფეხბურთელისა ! როცა ის არის მოედანზე მეტი დავდაჯერებულობა და მეტი გამარჯვების ჟინია ! პუიოლი ერთადერთი ფეხბურთელია , რომელსაც შეუძლია კლუბში ყველას დაუყვიროს ! ბევრს აკეთებს და ბევრსაც მოითხოვს !
სევილიის ''ბეტისის'' ცენტრალური მცველი მიკი როკე , რომელიც ''ბარსელონას'' საავადმყოფოში გარდაიცვალა კიბოს გამო სწორედ ჩვენი კაპტინისგან იღებდა დახმარებას , როგორც მიკი ასევე მისი ოჯახი .. მორალურ დახმარებასაც არ აკლებდა მათ და 1 წლის განმავლობაში ფინანსურადაც უზრუნველყო ! კარლესმა მისი ავადმყოფობის შესახებ პიკესგან გაიგო , რომელიც მისი ყოფილი თანაგუნდელი იყო .. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ტარზანმა როკეს დახმარება ! კარლეს პუიოლის დამსახურებით იგი "ბარსელონა ბ"-სთან ერთად ვარჯიშობდა , შთააგონებდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს რამდენად ძვირფასია ცხოვრება და თუ როგორ უნდა გამოიყენონ ყოველი წამი.. სწორედ ისეთი ადამინებისგან უნდა ისწავლონ ხალხმა ცხოვრების მორალი , როგორიც პუიოლია ! მარტო ეს ერთი შემთხვევა როდია , რომელიც კარლესის დადებით თვისებებს აღწერს ! არაჩვეულებრივი პიროვნება , ფეხბურთელი და კაპიტანი , რომელზეც უსასრულდ შეგვიძლია ვისაუბროთ ! 
ფეხბურთელები კარლესზე :
პედრო: ''ძნელია ითამაშო ისეთ ფებხურთელთან როგორიც კარლესია და დაკარგო გამარჯვების ჟინი ! '' ..
მასკე: ''პუიოლი ისეთივე განუყრელია გუნდისთვის , როგორც მესი..როცა ის მოედანზეა მშვიდად ვართ'' ..
ჩავი: ''ის ჩემი საუკეთესო მეგობარია"..
ტიაგო: ''საამაყოა ისეთ ფეხბურთელთან თამაში , როგორიც კარლესია''..
ვალდესი: ''დიდებული ფეხბურთელი , მცველი და კაპიტანი ! ''..
პიკე: ''პუიოლი ადვილად ბრაზდება და ხშირად ჩხუბობს თუმცა სამართლიანად.. იგი ჩემთვის მაგალითია ! '' ..
კასილასი: ''დიდებული ! მხოლოდ ეს სიტყვა შეიძება მივუსადაგოდ მას ! ''..
პუის ცხოვრებაზე :
- კარლეს პუიოლის მამა გარდაიცვალა , როცა თავად კარლესი ლა კორუნიაში მიემგზავრებოდა მატჩის ჩასატარებლად..
- კარლეს პუიოლი აღმერთებს ''დალაი ლამას'' და შეხვდა კიდეც 2007 წელს..
- კარლეს პუიოლის თმები გუნდში ხელშეუხებელია..
- კარლეს პუიოლს საათების საკუთარი ხაზი აქვს და მას ქვია CP5..
- კარლეს პუიოლს ეძახიან ტარზანს მისი თმების გამო..
"კაპიტნობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვისაც სამკლავური არ კეთებია , ამას ვერ მიხვდება , ამიტომ ჩემი თანაგუნდელები რამეს არასწორად თუ აკეთებენ , შენიშვნებს ვაძლევ , ვუყვირი კიდეც" - კარლეს პუიოლი !
უბრალოდ ესპანეთისა და კლუბის ლეგენდა ! - კარლეს პუიოლ საფორსადა !
ფაქტები , რომლებიც არ გაძლევს საშუალებას არ დააფასო ეს ფეხბურთელი !
[media=http://www.youtube.com/watch?v=iOIXhx4SOOs]
[media=http://www.youtube.com/watch?v=ElCGaP05za8]
[media=http://www.youtube.com/watch?v=sU99mtbn-0w]
[media=http://www.youtube.com/watch?v=j9IpgxncDCg]
სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ჯერემი რენერი
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]