„ბაიერნი“ და „ბარსელონა“ ლიდერები ბურთის ფლობით
23 აპრილს, მიუნხენში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს "ბაიერნი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. ეს კლუბები კი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ბურთის ფლობით ლიდერები არიან. წარმოგიდგენთ გუნდების სტატისტიკას ერთმანეთთან მიმართებაში.
ბურთის ფლობა: ამ ასაპექტში კატალუნიური კლუბი ლიდერია. "ბარსელონა" საშუალოდ მატჩის 68% აკონტრელებს ბურთს, მეორე ადგილს კი "ბაიერნი" იკავებს 57%–ით.
პასები: ტიტო ვილანოვას გუნდი აქაც ლიდერია. გუნდმა 7.910 გადაცემა განახორციელა, აქდან 83%–მა ადრესატამდე წარმატებით მიაღწია. მეორე ადგილს კვლავ გერმანული კლუბი იკავებს. ბავარიელების 6.011 გადაცემიდან, მხოლოდ 76% აღმოჩნდა შედეგიანი. ჩავი არის ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი პასი გააკეთა. "ბარსას" "6" ნომერს 1.143 გადაცემა აქვს გაკეთებული, მას მოსდევს კვლავ "ბარსას" ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა 693 პასით, ხოლო ხორდი ალბას 680 პასი აქვს განხორციელებული. რაც შეეხება ბავარიელებს, "ბაიერნის" ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი პასი ფილიპ ლამს აქვს. მან ამ სეზონზე 667 გადაცემა განახორციელა.
საგოლე გადაცემები: ჩავი "ბარსელონადან", ხოლო ლამი "ბაიერნიდან" ლიდერობენ საგოლე გადაცემებში. ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე 4 საგოლე პასია.
გოლები: გატანილი გოლების რაოდენობით ჩემპიონთა ლიგაზე ბაირნი მეორე ადგილს იკავებს 22 გატანილი გოლით, "ბარსა" კი 18 გოლით მეხუთე ადგილზეა. "ბარსელონას" ბომბარდირი ლეო მესია რვა გოლით, ხოლო ბავარიალებიდან ყველაზე მეტი ხუთი გოლი მიულერის ანგარისზეა.
კარში დარტყმები: ამ კომპონენტში "ბარსელონა" "ბაიერნს" ერთით უსწრებს. კატალონიელებმა 91–ჯერ ჯერ დაარყეს კარის მიმართულებით, ხოლო გერმანელებმა 90–ჯერ.
წესების დარღვევა: ოთხი ნახევარფინალიტიდან "ბარსას" ყველაზე ცოტაჯერ აქვს წესები დარღვეული (87). "ბაიერნმა" კი ყველაზე მეტჯერ 137–ჯერ დაარღვია თამაშის წესები. ჯამში "ბარსელონას" ფეხბურთელებმა 18, ხოლო "ბაიერნის" ფეხბურთელებმა 24 ყვითელი ბარათი დააგროვეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]