მარსელო:" სიამოვნებით ვითამაშებდი "ბარსაში""

მარსელო:" სიამოვნებით ვითამაშებდი "ბარსაში""

ჰოლანდიური "პსვ-ს" მცველმა მარსელომ განაცხადა, რომ ის "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს. 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" სკაუტები მარსელოს აკვირდებოდნენ. მარსელომაც არ დააყოვნა და ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა. 

"სკაუტი ნამდვილად მაკვირდებოდა "აიაქსთან" მატჩში. ამასთან არავინ იცის ნამდვილად დაინტერესდნენ თუ არა ჩემით. მე კი ძალიან მსურს "ბარსელონაში" თამაში. მე შემიძლია გავიხსენო ფეხბურთელები რომარიო, კუმანი, აფელაი, რომლებიც კარგად თამაშობდნენ კატალონიაში." 

მარსელო უნივერსალური ფეხბურთელია და ის როგორც ცენტრში ასევე დაცვაშიც კარგად დგას. მარსელო ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება "პსვ-ში".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.