"ბარსელონამ" შესაძლოა ადრიანო და სანჩესიც გაყიდოს
კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა ადრიანო კორეიამ და ჩილელმა თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა შესაძლოა ზაფხულში ესპანური გრანდი დატოვონ.
ფორვარდის მიმართ ინტერესებს აქტიურად იჩენენ იტალიური კლუბები. კატალონიური კლუბის სამწვრთნელო შტაბს სურს ფეხბურთელის შენარჩუნება თუმცა თუ კლუბს კარგი და სარფიანი შემოთავაზება მოუვიდა ამ შემთხვევაში ალექსის სანჩესი შესაძლოა გაიყიდოს.
რაც შეეხება ადრიანო კორეიას, ფეხბურთელის აგენტი ახალი კონტრაქტით უკმაყოფილოა, ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება კი 2014 წლის 30 ივნისს იწურება. ამიტომ თუ მხარეებმა უახლოეს მომავალში საერთო ენა ვერ გამონახეს შესაძლოა ადრიანომ კლუბი დატოვოს. ბრაზილიელის მიმართ ინტერესს ფრანგული "პსჟ" იჩენს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]