ბარტრა:" მწვრთნელს შეუძლია მენდოს"

ბარტრა:" მწვრთნელს შეუძლია მენდოს"

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა მცველმა მარკ ბარტრამ განაცხადა, რომ ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და შეუძლია მწვრთნელი მას "ბაიერნთან" მატჩში ენდოს.

"რა თქმა უნდა კონკურენცია დიდია. "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ეს გასაკვირი არცაა. თუ კლუბი ცენტრალურ მცველს დაიმატებს, ეს არ იქნება ჩემი წასვლის მიზეზი. კონკურენცია გაიზრდება, მაგრამ ჩემს ირგვლივ ბევრი საუკეთესო მცველია და ეს არაფერს ცვლის. ვიცოდი, რომ შემეძლო ჩემს გუნება-განწყობილებას ავყოლოდი, ან დავლოდებოდი შანსს, შვხვედრობი ფიზიკურად მზად და გამომეყენებინა იგი." 

" "ბაიერნთან" მწვრთნელს ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მაგრამ მას შეუძლია მენდოს. მე საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და კარგ ფიზიკურ ფორმაში ივმყოფები. ამას ვარჯიშებზეც ვამტკიცებ. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შანსი ვითამაშო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ჩემს ასაკში ასეთი შანსი ნამდვილად საამაყოა. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და შემიძლია გამოცდილების ხარჯზე გავიზარდო." - დაასრულა ბარტრამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.