ლაუდრუპი: "ვორმი "ბარსელონაში"? მას ბევრ გუნდში შეუძლია თამაში"

ლაუდრუპი: "ვორმი "ბარსელონაში"? მას ბევრ გუნდში შეუძლია თამაში"

"სუონსის" მთავარმა მწვრთნელმა მიკაელ ლაუდრუპმა "გედების" 29 წლის გოლკიპერის მიხელ ვორმის მიმართ "ბარსელონას" მხრიდან გამოხატულ ინტერესებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დააკომენტარა.

"ვორმი "ბარსელონაში"? იგი შესანიშნავი მეკარეა. მიხელი კარგად თამაშობს ფეხით, ასევე ძალიან სწრაფიცაა. მას ძალიან ბევრ გუნდში შეუძლია თამაში", - განაცხადა ლაუდრუპმა.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა კარის დარაჯმა უელსური კლუბის მაისური, პრემიერ ლიგის ეგიდით, ჩატარებულ 21 შეხვედრაში მოირგო და 32 გოლი გაუშვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.