ტორესის გადმობირების მესამე მცდელობა
ურთულესი ამოცანა, სახელწოდებით "ფერნანდო ტორესის გადმობირება" ნელ-ნელა, მაგრამ მძიმედ მიიწევს, ნელ-ნელა იმიტომ, რომ "ბარსელონას" იბრაჰიმოვიჩი ყავს, ახალ პრეზიდენტს სურს, რომ თავისი ოცნება აღასრულოს.
მას შემდეგ, რაც სანდრო როსელი და პეპ გვარდიოლა ერთმანეთს შეხვდნენ, ფერნანდო ტორესი მათი უმთავრესი სატრანსფერო სამიზნე გახდა. ესპანელი უნდა გახდეს ის ვინც "ბარსელონას" შეტევას გააძლიერებს მომავალი სეზონისათვის. "ლივერპულის" თავდამსხმელი კატალონიელთა თვალთახედვის არეალში დღეს და გუშინ როდი მომხდარა, "ბარსელონა" ჯერ კიდევ "ატლეტიკოს" დუბლებში ყოფნიდან აკვირდებოდა.
ფერნანდო ტორესის შეძენა სანდრო როსელ ჯერ კიდევ შორეული 1999 წელს სურდა მაშინ, როცა ის 15 წლის იყო და NIKE CUP-ზე ასპარეზობდა. ის კლუბის უმთავრესი ვარსკვლავი და ლიდერი გახდა, ჯერ კიდევ მაშინ სანდრომ უთხრა ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომ ადრე თუ გვიან "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდებოდა.
ხუთი წლის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. როსელი კატალონიური კლუბის სპორტულ ვიცე-პრეზიდენტად მოგვევლინა, ფერნანდო ტორესი კი "ატლეტიკოს" ლიდერად იქცა, მიუხედავად ყველაფრისა ამ გუნდში ყოფნა მის კარიერულ წინსვლას ხელს უშლიდა. 19 წლის ასაკში მან 19 გოლი გაიტანა 35 შეხვედრაში და კაპიტნის სამკლაურიც მიიღო. სწორედ ამ დროს შეეცადა "ბარსელონა", რომ სეეძინა ახალგაზრდა ფეხბურთელი, მაგრამ კლუბის პრეზიდენტი, ენრიკე სესარო და გენერალური დირექტორი, მიგელ ანხელ ხილ მარინი ამის საწინააღმდეგოდ წავიდნენ. 2007 წელს ტრანსფერი არ გამოვიდა, ვინაიდან "ბარსაში" მესი, ეტო'ო და რონალდიონიო თამაშობდნენ. სწორედ მასინ განაცხადა საჯაროდ, რომ იგი არასოდეს ჩაიცმევდა "რეალის" ფორმას და მიუხედავად ამისა "ბარსელონასგან" არ მიუღია წინადადება და ინგლისისკენ აიღო გეზი, სადაც მას რაფაელ ბენიტესი და "ლივერპული" ელოდა.
იმ დღის შემდეგ, რაც იგი ინგლისში გადაბარგდა სამი წელი გავიდა, ტორესი და რუნი პრემიერ ლიგის გამორჩეულ ფეხბურთელებად იქცნენ, მაგრამ რუნისგან განსხვავებით მან ვერანაირი სერიოზული ჯილდო ვერ მოიგო. ტორესმა კი კლუბის გამოცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბენიტესი გაანთავისუფლეს. ამის შემყურე "ჩელსიმ" სასწრაფო რეაგირება მოახდინა, ლონდონში დროგბას შემცვლელს ეძებენ. "ბარსელონას" ჩარევამ კი ყველაფერი შეიძლება რადიკალურად შეცვალოს. მისმა აგენტმა, ანტონიო სანსმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, რომ მოიცადონ მანამ, სანამ ესპანური კლუბები არ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას სატრანსფერო ბაზარზე. ნათელია, რომ თუ კი "ბარსა" ჩაერევა ტორესის გადმობირების საკითხში, მაშინ ესპანელი თანხმობას განაცხადებს, მას კატალონიაში საშუალება მიეცემა, რომ ითამაშოს მშობლიურ ჩემპიონატში და რაც შეიძლება მეტად დაამწუხროს მადრიდის "რეალი", ის ხომ მადრიდის "ატლეტიკოს" მოსისხლე მტერია.
სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ(busquets)
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]