ასუნსაო:" მესი და ნეიმარი საუკეთესო დუეტი იქნება"

ასუნსაო:" მესი და ნეიმარი საუკეთესო დუეტი იქნება"

ბრაზილიური "სანტოსის" ფეხბურთელმა მარკოს ასუნსაომ განაცხადა, რომ თუ ნეიმარი "ბარსელონაში" გადავა, მესისა და ნეიმარის დუეტი საუკეთესო იქნება. 

"ნეიმარმა იცის, რომ თუ გსურს გახდე საუკეთესო უნდა ითამაშო ევროპაში. მაგრამ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და არ სურს, რომ აჩქარდეს. ნეიმარი შესანიშანვი ფეხბურთელია, რომელიც თავის თავს ძალიან უფრთხილდება." 

"მესი ნომერი პირველია, კრიშტიანო მეორე ნეიმარი კი მესამე. თუ ნეიმარი "ბარსელონაში" გადავა, შესანიშნავი დუეტი გამოვა მესისა და ნეიმარის შესრულებით. ნეიმარმა უნდა ითამაშოს საუკეთესოების გვერდით, რომ ისწავლოს ევროპული ფეხბურთი უფრო სწრაფად." 

"ბარსა" "ბარსაა" და ის ფინალში გავა. ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგის ფინალი "კლასიკო" იქნება." - დაასრულა ასუნსაომ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.