სესკი:" გვარდიოლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს"

სესკი:" გვარდიოლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს"

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა პეპ გვარდიოლაზე და გუნდზე ისაუბრა. 

"პეპ გვარდიოლა ბავშვობაში ჩემი კუმირი იყო. ყოველთვის ვცდილობდი მასავით ცამეცვა, მასავით მქონოდა თმები, მის სტილში მეთამაშა. ვიმეორებდი მის ყოველ მოძრაობას. ის ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. გვარდიოლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ის ჩემთვის მამასავითაა."

"ტიტოც და აბიდალიც ორივე მებრძოლები არიან. მათ დაამარცხეს მსოფლიოში ყველაზე რთული მეტოქე. მათი ბრძოლა ჩვენ ძალას გვმატებს და ვცდილობთ ყოველი გამარჯვება მათ ბრძოლას მივუძღვნათ." 

"ბარსელონაში" ყველაფერი სხვანაირადაა. შენ ყოველთვის ბოლომდე უნდა იყო მზად. თუ ჩაატარე 40 საუკეთესო მატჩი და ჩაგივარდა მხოლოდ ერთი, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდები. ზეწოლა დიდია, თუმცა ეს გხდის საუკეთესოს და ცდილობ ნებისმიერი წუთი გამოიყენო მოედანზე." - დაასრულა სესკმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.