გადამწყვეტი მატჩი "ბარსა ატლეტიკისთვის"

გადამწყვეტი მატჩი "ბარსა ატლეტიკისთვის"

დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, "ბარსელონას" მეორე გუნდი, "ბარსა ატლეტიკი" უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. ლუის ენრიკეს შეგირდები ლიგა ადელანტეში გადასასვლელს პლეი-ოფის მე-3 ეტაპის განმეორებით მატჩში "სან ანდრეუს" დაუპირისპირდებიან გასვლაზე. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი, რომელიც ბარსელონაში გაიმართა, "ბარსა ატლეტიკმა" 1:0 მოიგო.

კატალონიურ "სან ანდრეუს" ლუის ენრიკეს გუნდი ამ სეზონში ორჯერ უკვე შეხვდა. გასვლაზე "ბარსა ატლეტიკმა" 2:3 წააგო, შინ კი 2:1 მოიგო.

თუ "ბარსა ატლეტიკმა" დღეს სასურველ შედეგს მიაღწია, მაშინ გუნდი 1999 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ესპანეთის მეორე ლიგაში (ამჟამად "ლიგა ადელანტე", წარსულში "სეგუნდა დივიზიონი"). შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ "ბარსა ატლეტიკი" ესპანეთის რანგით მე-4 დივიზიონში ასპარეზობდა.

მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება შეგიძლიათ საიტზე LiveTV.ge

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.