შვაინშტაიგერმა შესაძლოა "ბარსელონასთან" ვერ ითამაშოს

შვაინშტაიგერმა შესაძლოა "ბარსელონასთან" ვერ ითამაშოს

მიუნხენის "ბაიერნის" 28 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა, შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა გამოტოვოს "ბარსელონას" წინააღმდეგ. 

ნახევარმცველს ტერფის ტკივილები აწუხებს და გუნდთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს განაგრძობს. თუმცა "ბაიერნის" სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ შვაინშტაიგერი "ბარსელონასთან" მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს, რაც ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.