"ბარსელონამ" ჩემპიონობა შესაძლოა უკვე მომავალ შაბათს გაიფორმოს
"ლევანტესთან" (1:0) მატჩის მიწურულს მოპოვებულმა გამარჯვებამ "ბარსელონა" კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვა საჩემპიონო ტიტულს.
ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე კატალონიელები "რეალს", რომელიც მეორე ადგილს იკავებს, 13 ქულით უსწრებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ დარჩენილ დაპირისპირებებში გუნდებს შეუძლიათ 18 ქულა გამოიმუშავონ, "ბარსამ" ჩემპიონობა შესაძლოა უკვე მომდევნო შაბათსვე გაიფორმოს.
ამისათვის "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ბილბაოში ადგილობრივი "ატლეტიკი" უნდა დაამარცხონ, თუმცა, ამავდროულად, "რეალი" მადრიდულ დერბიში "ატლეტიკოსთან" უნდა დამარცხდეს.
მოვლენების განვითარების ასეთ შემთხვევაში "ბარსელონასა" და "თეთრებს" შორის სხვაობა 16 ქულამდე გაიზრდება.
ლა ლიგის ეს ტიტული პირველი გახდება შემდეგი ფეხბურთელებისათვის: კრისტიან ტელიო, ალექს სონგი, ხორდი ალბა, სესკ ფაბრეგასი, ალექსის სანჩესი და მარტინ მონტოია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]