მესი ვეღარ ითმენს...
მოგეხსენებათ, არგენტინელი გუნდთან ერთად მიუნხენში უკვე ჩაფრინდა.
თავდამსხმელი ლიონელ მესი "ბარსელონას" დელეგაციაში შევიდა, რომელიც "ბაიერნთან" გასამართი დაპირისპირებისათვის მიუნხენში გაემგზავრა, თუმცა, ჯერჯერობით, ლეო ლაზარეთიდან ოფიციალურად არ გამოწერილა.
კლუბის ექიმები საბოლოო ვერდიქტს უკვე გერმანიაში გამოიტანენ, თუმცა გაზეთი Sport ირწმუნება, რომ ფეხბურთის გარეშე 12 ჩატარებული დღის შემდეგ თავად არგენტინელს სურს თამაში. ყოველდღიური გაზეთი წერს, რომ მესის უკვე "ლევანტესთან" უნდოდა მოედანზე გასვლა, თუმცა "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ დაითანხმა ფეხბურთელი, რომ მიუნხენში დაპირისპირებას ფორმის პიკში უნდა შეხვდეს, სწორედ ამიტომ, უქმეებზე გარისკვა არ ღირდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]