ფელიპე სკოლარი: "რონალდუ მესიზე ძლიერია"

ფელიპე სკოლარი: "რონალდუ მესიზე ძლიერია"

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელის ლიონელ მესისა და მადრიდის "რეალის" შვიდიანის კრიშტიანუ რონალდუს შედარებებს ბოლო არ უჩანს. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ზემოთხსენებული ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შეადარა.  

"მესი - ფანტასტიური და ტალანტური ფეხბურთელია. თუმცა რონალდუ ოდნავ უფრო ძლიერია. მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ ისინი განსხვავებულ სიტუაციებში იმყოფებიან, "ბარსელონაში" მესის ისე ექცევიან, როგორც ნამდვილ სუპერვარსკვლავს ხოლო "რეალში" მსგავსი ატმოსფერო ნამდვილად არ სუფევს. ზოგჯერ მე ვფიქრობ, რომ რონალდუს საკმაოდ ეჭვის თვალით უყურებენ და მისი არ სჯერათ. თუმცა ყოველივე ამის მიუხედავად ეს არ უშლის მას ხელს იყოს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი." - ციტირებს სკოლარის სიტყვებს, AS. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.