ხუთი გერმანული არგუმენტი, თუ რატომ სჯობს ”ბაიერნი” ”ბარსელონას”

ხუთი გერმანული არგუმენტი, თუ რატომ სჯობს ”ბაიერნი” ”ბარსელონას”

გერმანიაში ”ბაიერნის” სჯერათ!

ჩვენი დრო დადგა” - ასეთი სათაური გამოჩნდა გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული გამოცემის, Abendzeitung-ის პირველ გვერდზე, რომელმაც ჩამოთვალა ხუთი არგუმენტი, თუ რატომ სჯობია”ბაიერნი” ”ბარსელონას”.

1. ”ბაიერნმა” საკმაო რაოდენობის გამოცდილება შეიძინა. 2009 წელს 4-0 წაგებული თამაშის შემდეგ გუნდის პროგრესი დღითი დღე ჩანს.

2. ასეთი სტაბილურობა გუნდს თავის ისტორიაში არ ჰქონია. დაცვის ხაზი ყოველთვის მიუნხენელების სუსტ წერტილად ითვლებოდა, მაგრამ იუპ ჰაინკესმა ესეც გამოასწორა.

3. ”ბაიერნი” პირველ მატჩს საკუთარ არენაზე ატარებს. მიუნხენელების ბოლო სამი ჩემპიონთა ლიგის ფინალი (2001; 2010; 2012) გამოწვეული იყო ნახევარფინალში პირველ მატჩში მოედნის უპირატესობით.

4. ”ბაიერნი” არ არის იგივე გერმანიის ეროვნული ნაკრები. ”ბუნდესთიმი” 2006 წელს ესპანეთთან დამარცხდა, ხოლო 2012-ში იტალიასთან. ”ბაიერნმა” იტალიურ სინდრომს თავი აარიდა და კარგ ფორმაში მყოფი ”იუვენტუსის” ბარიერი მარტივად გადალახა.

5. ”ბაიერნი” საოცრად მოტივირებულია. 1999 წელს ”მანჩესტერ იუნაიტედთან” დრამატული წაგებას 2001 წლის ტრიუმფი მოჰყვა. განმეორდება თუ არა ისტორია შარშანდელი დრამატული მარცხის შემდეგ?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.