ერთსულოვნება

ერთსულოვნება

 საათში დაიწყება ამ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი. მანამდე კი კეთდება უამრავი განცხადება, უამრავი წიანსწარმეტყველება რა მოხდება ამ მატჩში.

მკითხველო, რატომ გეპარება ეჭვი "ბარსელონას" გამარჯვებაში? რატომ გეპარება ეჭვი, რომ რომელიმე ფეხბურთელი თამაშს ჩააგდებს? თუ შენ ნამდვილი კულე ხარ და გჯერა შენი გუნდის, თუ გჯერა შენი საყვარელი ფეხბურთელების რაღა დაგრჩენია იმის გარდა, რომ მოკალათდე კომფორტულად ტელევიზორის წინ და დატკბე შენი საყვარელი გუნდის არაამქვეყნიური თამაშით? 

 

თუ "ბარსელონა" წააგებს რა მოხდება? ვის არ წაუგია? ვინ არ დამარცხებულა? თუ გიხარია, როგორ იგებს ყოველ მატჩს შენი გუნდი, მაშინ იმასაც უნდა მიეჩვიო, რომ გუნდის წაგების შემთხვევაშიც მას გვერდზე ედგე, განზე არ გადგე და ბავშვური ხუმრობებისგან თავი შეიკავო? მკითხველო, გეკითხები, ხარ ნამდვილი კულე? ხარ ნამდვილი "ბარსელონას" გულშემატკივარი? მაშინ ირწმუნე შენი გუნდის და ენდე მას. 

მიენდე და ისიც არ გიღალატებს. 

დიახ! ჩვენ მივალთ "უემბლიზე" და სამარადჟამოდ დავადუმებთ მათ ვინც არ ირწმუნა "ბარსელონასი" და ვინც მასში ეჭვი შეიტანა. მინდა ვისურვო, რომ დღეს მოვიგოთ დამსახურებულად და დავმარცხდეთ დამსახურებულად. "ანგარიშს მნიშვნელობა არ აქვს" - როგორც ექვსნომრიანი მაესტრო იტყოდა.. ერთსულოვნება, რომელიც დღეს "ბარსელონას" დ ამის გულშემატკივრებს ჰაერივით სჭირდება. ჩვენ ამ სეზონში საკმარისი ტიტულები მოვიგეთ, მთავარია ის, რომ ერიკ აბიდალი და ტიტო ვილანოვა ერთად არიან? რაც არ გკლავს, გაძლიერებს, დღეს ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით ვიდრე ერთი წლის წინ. 

ჩვენ შევასხამთ ფეხბურთელებს ფრთებს, რომ მოედანზე იფრინონ, მათ მივცემთ ჩვენს გულს, რომ იბრძოლონ ბოლომდე. ჩვენ ვართ ჩემპიონები, ჩვენ ვართ გამარჯვებულები!!!

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.