ვალტერ სამუელმა ვარჯიში დაიწყო
მოგეხსენებათ, სამხრეთ კორეასთან მატჩში არგენტინელთა მცველმა ვალტერ სამუელმა ტრავმა მიიღო. პირველადი დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი ტრავმა სერიოზული იყო, მაგრამ შემდეგ გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ სამუელი მწყობრში მალე ჩადგება.
გუშინდელ ვარჯიშზე არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ინტერის" მცველმა ვალტერ სამუელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენციაზეც განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს და თუ მისი გამოჯამრთლება სწრაფი ტემპებით გაგრძელდა იგი შეძლებს კიდევაც თამაშს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან. "ვარჯიშზე თავს უკეთ ვგრძნობდი, ჩემი მდგომარეობა სტაბილურია , ჩემი თამაში არ თამაში საბერძნეთთან ბოლო დღეს გადაწყდება". როგორც ჩანს სამუელი მალე მწყობრში ჩადგება, საკითხავია გარისკავს თუ არა დიეგო არმანდო მარადონა ვალტერის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას საბერძნეთთან მატჩში.
წყარო: afa.org.ar
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]