”ბარსამ” შანხაიში მატჩის ჩატარებაზე უარი თქვა

”ბარსამ” შანხაიში მატჩის ჩატარებაზე უარი თქვა

”ბარსას” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აზიური ტურნის დროს, რომელიც ამ წლის აგვისტოში გაიმართება, არ ღირს შანხაიში მატჩის ჩატარება. ჩინურ ქალაქში მატჩის ჩატარება 4 აგვისტოსთვის იყო დანიშნული. აქედან გამომდინარე, ტურნეს დროს ”ბარსელონა” მხოლოდ ორ შეხვედრას გამართავს: 7 აგვისტოს ბანგკოკში ტაილანდის ნაკრების წინააღმდეგ და 10 აგვისტოს კუალა-ლუმპურში მალაიზიის ლიგის ვარსკვლავების წინააღმდეგ, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.