ლინეკერი: ”გუარდიოლა ”ბაიერნს” კი არა, ”ბარსელონას” ესაჭიროება!”
ინგლისის ნაკრებისა და ”ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი, გარი ლინეკერი თვლის, რომ გუარდიოლას წასვლის შემდეგ კატალონიური გრანდი საგრძნობლად დასუსტდა.
ლინეკერმა, რა თქმა უნდა, ისაუბრა ”ბარსელონასა” და ”ბაიერნის” დაპირისპირებაზე, რომელიც კატალონიელების განადგურებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ შემდეგი სეზონიდან გუარდიოლა ზუსტად ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იქნება.
”ჩემი აზრით, გუარდიოლა ”ბაიერნს” კი არა, ”ბარსელონას” ესაჭიროება! მიუნხენელები ფანტასტიურ ფეხბურთს აჩვენებენ.” - განაცხადა ლინეკერმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]