შევჩენკო: "თამაშიდან გამომდინარე, შედეგი სრულიად ლოგიკური იყო"
"მილანის" ყოფილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ როგორც ბევრმა სხვა ადამიანმა, თავისი კომენტარი გააკეთა "ბაიერნი" - "ბარსელონას" დაპირისპირებაზე, სადაც ყველას კარგად მოგეხსენებათ ესპანელები "ალიანს არენაზე" ანგარიშით 4-0 განადგურდნენ.
"ვფიქრობ ლიონელ მესის იმ ტრავმამ, რომელიც მას ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა არგენტინელ ფეხბურთელზე, რის გამოც მან თავისი თამაში ვერ აჩვენა. როდესაც მათი ლიდერი ვერ თამაშობს ძნელია შემდეგ ისეთი გუნდის დამარცხება როგორიც "ბაიერნია". ესპანელებმა საშინელი მატჩი ჩაატარეს, ხოლო გერმანელებმა კი საოცარი მატჩი ანახეს და ვფიქრობ, რომ შედეგიც სავსებით ლოგიკურია". - ციტირებს შევჩენკოს სიტყვებს გაზეთი "ივესტია".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]