მესი შესაძლოა "ჯენოაში" აღმოჩენილიყო
"ჯენოას" პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ ლეო მესი და რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა მის გუნდში აღმოჩენილიყვნენ.
"ასეთია სატრანსფერო ფანჯარა: ზოგიერთი ტრანსფერი ხორციელდება, ზოგიერთი - არა. რამდენიმე წლის წინ ლეო მესის ხელში ჩაგდებასთან ახლოს ვიყავით. და მის არშემდგარ ტრანსფერზე ძალიან ბევრ ვნანობთ", - აცხადებს პრეციოზი.
2010 წელს ჯერ კიდევ პოლონური პოზნანის "ლეხის" ფორვარდი, რობერ ლევანდოვსკი "ჯენოაში" გადაბარგებასთან ახლოს იყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ტრანსფერი ჩაიშალა და გერმანულმა დორტმუნდის "ბორუსიამ" თავდამსხმელი 4,18 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა.
"ლევანდოვსკის ტრანსფერზე ჩემი შვილი ფაბრიციო პრეციოზი მუშაობდა. იგი მის ასპარეზობას აკვირდებოდა და რობერტი გენუაშიც კი მოიწვია, თუმცა ამაზე უფრო ნაკლებს ვნანობთ, ვიდრე მესის არშემდგარ ტრანსფერზე", - დაასრულა "ჯენოას" ბოსმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]