დიდი ფეხბურთის დიდი ლეგენდა სახელად ტიერი დანიელ ანრი ! - უბრალოდ უგვირგვინო მეფე !
ტიერი დანიელ ანრი ! ელეგანტურობა , უნარიანობა და ეფექტურობა მისი მთავარი ღირსებებია.. იგი ''ბარსელონას'' ღირსებას არც ისე დიდი ხნის განმავლობაში იცავდა , მაგრამ გულშემატკივირს თვალში დღემდე ლეგენდად , მსოფლიო ფეხბურთის რევოლუციონერად და უბრალოდ ტიტით ითვლება !
1977 წლის 17 აგვისტოს , ლე ულისში დაიბადა (საფრანგეთი) და გაიზარდა პარიზის გარეუბნის საცოდავ იმიგრანტულ რაიონში.. მისი მამა გვადალუპედანაა , ხოლო დედა მარტინიკედან , საფრანგეთის ორი იმიერსაზღვრო ტერიტორია.. როგორც სხვა ფეხბურთელები არც ტიტი გამოირჩეოდა დალხენილი ცხოვრებით , მაგრამ როგორც სხვების ცხოვრება ასევე მისიც რადიკალურად შეცვალა ფეხბურთმა ! ტიტულების ცვენა და დღემდე ლეგენდად შემორჩენილი ფეხბურთელი სახელად ტიერი ანრი !
მე რა შემიძლია , რომ ვთქვა მასზე .. უბრალოდ რა ბედნიერებაა როდესაც გუნდს , რომელსაც შენ გულშემატკივრობ ტიტი თამაშობდა .. რა ბედნიერებაა როცა იგი შენი გუნდელია ! რა ბედნიერება როცა შენ ანრის მწვრთნელი ხარ .. ყველაზე დიდი ბედნერება მაინც ის არის , როცა თავად ხარ ტიერი !
''ბავშვობიდან მახსოვს ტრიბუნებიდან ხალხის ემოციები.. ვიცი და მესმის მათი ნერვიულობა ამიტომაც ყოველთვის ვიბრძვი მათი ბედნიერებისთვის ! '' - ამბობს ტიერი ..
სისწრაფე და ტექნიკა ანრის ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებლებია , რომლებიც მას ეფექტურობასა და ელეგანტურობასთან აერთიანებს.. ის მატჩებში ერთ-ერთ ყველაზე უნარიან ფეხბურთელად არის მიჩნეული , ისევე როგორც ინტელიგენტად.. მას შეტევაში მარცხენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია , თავისი დიადი ტემპის წყალობით.. ის თავისუფალი დარტყმების სპეციალისტია , რომლებსაც ის ჩვეულებრივ ტერფის წვერით არტყამს , რაც მეკარეებისთვის უაღრესად რთული მოსაგერიებელია..
როცა ობიექტურად ვაფასებთ ფეხბურთელს არ უნდა მოგვერიდოს ტალახის სროლა , გაკრიტიკება და პირიქით თაყვანისცემა.. უნდა გავითვალისწინოთ ფეხბურთელის სუსტი და ძლიერი მხარეები..
თუმცა ეს სტატია დაფასებულ ლეგენდას ტიერი ანრის ეხება ! ის დიდებულია თავისი წარსულით მომავლით და აწმყოთი .. მას არ აქვს მინუსები ! 
ლეო მესი : '' როდესაც მეუბნებიან , რომ მე ვარ ვარ დიდებული ფეხბურთელი ვწითლდები .. როცა თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან , ანრი , რონალდინიო , მარადონა , პელე და ა.შ .. დიდიებული მხოლოდ იმით შეიძლება ვიყო , რომ რამდენიმე ლეგენდასთან ერთად თამაში მომიწია .. ქედს ვიხრი მათ წინაშე ! .. ''
ჩავი : '' ტიტისთან ერთად არც ისე დიდი ხნის განმავლობაში მითამაშია , მაგრამ ეს დრო საკამარისი აღმოჩნდა იმისთვის რათა მისი ყველა ღირსება შემემჩნია '' ..
გულშემატკივარი : ''მე ვფიქრობ , რომ ხალხს იზიდავს მისი თამაშის სტილის სილამაზე.. ის ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვს საკუთარი თავიდან.. "
''ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება , მაგრამ ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ.. ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია ამ სპორტის გარეშე და ცხოვრების ბოლომდე სწორედ ფეხბურთით ვიცოცხლებ.."
"მომავალში მწვრთნელობას ვაპირებ და ვოცნებობ , რომ იმ დონის სპეციალისტი გავხდე , როგორიც ჩემს საყვარელ ''არსენალს'' ესაჭიროება.. რა თქმა უნდა რთულია იყო არსენ ვენგერივით გენიალური ტაქტიკოსი , თუმცა მისგან უკვე ვისწავლე ძალიან ბევრი რამ და მომავალშიც ამ ცოდნას გამოცდილებაც დაემატება.." - განაცხადა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა USA Today–თან საუბარში..
ერთ მხრივ სამწუახროა , რომ ''არსენალში'' მოხდა მისი გაბრწყინება და სწორედ ეს არის მისი საყვარელი კლუბი , მაგრამ მე ეგრე სულაც არ ვფიქრობ .. ის ზოგადად ფეხბურთის ლეგენდაა არა რომელიმე კლუბისა ! ის ის არის როცა ფეხბურთში საჭირო დროს გამოჩნდა და ყველაფერი შეცვალა .. ის არის კუმირი მრავალი გულშემატკივრისა და ის არის დიდი ფეხბურთის დიდი ლეგენდა სახელად ტიერი დანიელ ანრი ! - უბრალოდ უგვირგვინო მეფე !
[media=http://www.youtube.com/watch?v=yvhpeOZBChA]
[media=http://www.youtube.com/watch?v=VY6vlGfANcY]
სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ჯერემი რენერი
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]