”მონაკო” ვალდესს უმიზნებს
ფრანგული ”მონაკოს” ხელმძღვანელობა ”ბარსელონას” უკვე უმზადებს შეთავაზებას ესპანელი მეკარის, ვიქტორ ვალდესის თაობაზე, იტყობინება El Mundo Deportivo.
ესპანეთის ნაკრების წევრის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან გათვლილია 2014 წლის ზაფხულამდე და იგი არ აპირებს ხელშეკრულების გახანგრძლივებას. ”მონაკოს” მფლობელი, დიმიტრი რიბოლოვლევი აპირებს აგრესიული სატრანსფერო კამპანიის წამოწყებას და მის კლუბში ვარსკვლავების შეკვრას. მისი ერთ-ერთი მიზანი ამ ზაფხულში ვიქტორ ვალდესი იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიელთა ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვალდესის გაშვებას არ აპირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]