"ბარსელონას" ტერ შტეგენის შეძენა იანვარში სურს
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა აპირებს მეკარის პოზიცია, უკვე ზამთარშივე გააძლიეროს. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვალდესი არ აპირებს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას და ესპანელი "ბარსელონას" მომავალი წლის ზაფხულში დატოვებს. იტყობინება, AS.
მის შემცვლელად უკვე დიდი ხანია მოისაზრება "მიუნხენგლადბახისა" და გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. "ბარსელონა" ახალგაზრდა გერმანელის შეძენას იანვარშივე ეცდება, ამით კატალონიელები ფიქრობენ, რომ ზაფხულამდე პრობლემას მარტივად გადაჭრიან.
წყარო ასევე იტყობინება, რომ ვიქტორ ვალდესმა ტერ შტეგენის იანვარში შეძენის შემთხვევაში, შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსი სწორედ ზამთარშივე მიიღოს და კლუბიც ნაადრევად დატოვოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]