დელ ბოსკე: "ჩვენ ვალდებულები ვიყავით მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც"
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ გააკეთა კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკეს შეგირდებმა დაამარცხეს ჰონდურასი ანგარიშით 2:0 დავიდ ვილას დუბლის წყალობით.
"ესპანეთის ნაკრები ვალდებული იყო გაემარჯვებინა და გაიმარჯვა კიდეც. ჩვენ გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, თუმცა მხოლოდ ორის გამოყენება მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში ჩვენ არც თუ ისე კარგად ვითამაშეთ. ახლა ესპანეთის ნაკრების მთავარი დავალებაა მოემზადოს მთავარი მატჩისათვის, ჩილეს წინააღმდეგ. ეს მატჩი ჩემი ფეხბურთელებისათვის ერთ–ერთი საუკეთესო იქნება." ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს AFP.
წყარო: sports.ru
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]