ალვესი: ”სიტყვა ”შეუძლებელს” მხოლოდ სუსტი ადამიანები იყენებენ”
”ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა ისაუბრა იმის შესახებ, სჯერა თუ არა მას მისი გუნდის ”ქამბექის” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაში.
”სიტყვა ”შეუძლებელს” მხოლოდ სუსტი ადამიანები იყენებენ, რათა შემდეგ ადვილად იცხოვრონ. მათ არ სურთ იმ ძალის გამოყენება, რომელსაც რაღაცის შეცვლა შეუძლია. შეუძლებელი არაფერია. ჩემთვის ეს მხოლოდ გამოწვევაა” - განაცხადა ალვესმა.
”ბარსელონასა” და ”ბაიერნის” დაპირისპირება ”ნოუ კამპზე” ხვალ გაიმართება. ”ალიანს” არენაზე კატალონიელები 4:0 დამარცხდნენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]