ბუსკეტსი და აბიდალი "ბაიერნის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ

ბუსკეტსი და აბიდალი "ბაიერნის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ბაიერნის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, "ბარსელონას" საკადრო პრობლემები მოემატა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ტიტო ვილანოვას გუნდს მუნხენელებთან სერხიო ბუსკეტსი და ერიკ აბიდალი ვერ დაეხმარებიან.

ბოლო დღეებში, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აბიდალსა და ბუსკეტსს ტრავმები აწუხებდათ და "ბაიერნის" წინააღმდეგ მათი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. დღეს, საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ფეხბურთელები ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ვერ ითამაშებენ.

"ბაიერნთან" გასამართი მატჩის განაცხადს მიღმა დარჩნენ კარლეს პუიოლი და ხავიერ მასკერანოც.

ტიტო ვილანოვამ განაცხადში 19 ფეხბურთელი შეიყვანა. ესენი არიან: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, ინიესტა, სანჩესი, მესი, ტიაგო, დოს სანტოსი, ბარტრა, პედრო, მონტოია, ადრიანო, სონგი, ტელიო, სერხი რობერტო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.