მესი - მადრიდის ელჩი?

მესი - მადრიდის ელჩი?

ალბათ, ბევრ თქვენგანს გაგეცინათ სათაურის წაკითხვისას, ან იფიქრეთ ეს ავტორი გიჟიაო, მაგრამ ეს სიმართლეა. არა პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ სპორტული. მოგეხსენებათ, რომ 2020-წლის ოლიმპიადის ჩატარების ერთ-ერთი ვარიანტი ესპანეთია. მადრიდელთა კომიტეტმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ელჩობა სთხოვეს. თუ მესი ამ წინადადებას დათანხმდა, მაშინ მას სექტემბერში ბუენოს-აირესში გამგზავრება მოუწევს, სადაც გადაწყდება თუ ვინ უმასპინძლევს ოლიმპიურ თამაშებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანეთის კომიტეტსა და მესის შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებს კატალონიური გრანდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, სანდრო როსელი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.