მარტინესი: ”ესპანური და გერმანული ფეხბურთის შედარება ექსპერტებს მივანდოთ”

მარტინესი: ”ესპანური და გერმანული ფეხბურთის შედარება ექსპერტებს მივანდოთ”

მიუნხენის ”ბაიერნის” ნახევარმცველმა, ხავი მარტინესმა გერმანულ პრესასთან აღნიშნა, რომ გერმანული ფეხბურთი აშკარა პროგრესს განიცდის. 

მარტინესმა ეს ”ბარსელონას” ”კამპ ნოუზე” განადგურების შემდეგ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ იუპ ჰაინკესის შეგირდებმა პირველი მატჩი 4-0 მოიგეს და იმის მაგივრად, რომ კატალონიელების საკუთარ არენაზე დაძაბული ფეხბურთი გვენახა, მიუნხენელებმა იქაც შეძლეს მეტოქის მარტივად დამარცხება.

”არ ვიცი, გერმანული ფეხბურთი სჯობს, თუ ესპანური. მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გერმანული ფეხბურთი აშკარა პროგრესს განიცდის. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თითოეული მატჩი, რომელიც გერმანულ არენაზე ტარდება გულშემატკივრებით ყოველთვის სავსეა. აი, ესპანური და გერმანული ფეხბურთის შედარება კი ექსპერტებს მივანდოთ.” - განაცხადა მარტინესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.