ფაბრეგასით ”მილანი” დაინტერესდა

ფაბრეგასით ”მილანი” დაინტერესდა

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, შეიძლება კარიერა ”მილანში” გააგრძელოს, იტყობინება Sport.es 

ამ ინფორმაციის თანახმად, ესპანელი ნახევარმცველი კატალონიურ კლუბს ”ბაიერნთან” გამართული მატჩის შემდეგ გულშემატკივრების და პრესის მიერ საშინლად გაკრიტიკების გამო დატოვებს. რაც შეეხება თვითონ იტალიურ კლუბის ხელმძღვანელობას, ისინი ფაბრეგასში მეორე პირლოს ხედავენ, რომელიც წელს ”იუვენტუსში” გადაბარგდა. 

შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონამ” ფაბრეგასი 2011 წლის ზაფხულში 40 მილიონად შეიძინა და მისი გაყიდვით შემოსული თანხა, ხელმძღვანელობას ნეიმარის ყიდვაში დაეხმარება. 

მიმდინარე სეზონში, ფაბრეგასმა ლა ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზეა 10 გოლი და 14 საგოლე გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.