ბოაში "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელებს იწვევს
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში განიხილავს "ბარსელონა ბ"-დან სამი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერს მის გუნდში. პორტუგალიელი სპეციალისტის ინტერესის სფეროში მოხვდნენ: ჟერარდ დეულოფეუ, სერხი რობერტო და ჯონათან დოს სანტოსი.
AS-ცნობით ვილაშ-ბოაში "ბარსელონა ბ"-ს შეხვედრასაც დაესწრო, ამის შემდეგ კი იგი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა. გეტყვით, რომ სერხი რობერტომ და დეულოფეუმ მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში თითო შეხვედრა ჩაატარეს, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაზე. ჯონათან დოს სანტოსმა კი ორჯერ ითამაშა პრიმერა დივიზიონში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მას მონაწილეობა ამ სეზონში არ მიუღია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]