პლატინი: "არ მჯერა, რომ ალბას მიმართ თამაშის დარღვევა არავის არ უნახავს"

პლატინი: "არ მჯერა, რომ ალბას მიმართ თამაშის დარღვევა არავის არ უნახავს"

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი მოწვეულ სხდომაზე სპეციალურად წინადადებით გამოვიდა და ახალი იდეის თანახმად მსაჯთა ბრიგადის ყველა საუბრებს, რომლებიც მატჩის მსვლელობისას იქნება წარმოთქმული უეფა დააფიქსირებს და ჩაიწერს. 

"მე ვთხოვ უეფას გენერალურ მდივანს, რომ მატჩებში სადაც მსაჯთა ბრიგადა ხუთი არბიტრისგან არის დაკომპლექტებული ჩაიწეროს ბრიგადის საუბრები. მე ამ ყველაფერზე თომას მიულერის გოლის შემდგომ დავფიქრდი "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში (4:0). არ მჯერა, რომ არავის უნახავს ჟორდი ალბას მიმართ თამაშის წესების დარღვევა. მაგრამ რატომ არავინ არ თქვა ყოველივე ეს ?." - ამბობს პლატინი.  


შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებულ მატჩს უნგრელ არბიტრთა ბრიგადა ნსჯიდა, მთავარი არბიტრი ვიქტორ კაშაი იყო. 

"აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. თუ სიტყვა კონკრეტულად ერთი არბიტრის მისამართითაა ჩავთვალოთ, რომ მას არაფერი არ უნახავს, მოდი ვთქვათ, რომ ორმა არბიტრმაც ვერ დაინახა მაგრამ სამი! ისინი უბრალოდ ვალდებულნი იყვნენ დაეფიქსირებინათ თამაშის დარღვევა. მითუმეტეს ისინი უმაღლესი დონის საერთაშორისო არბიტრები არიან." - განაცხადა პლატინიმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.