მელი: "კატალონიაში არცთუ ისე კარგ დროს მივემგზავრებით"
ესპანური "ბეტისის" მთავარმა მწვრთნელმა პეპე მელმა განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" გასვლითი მატჩი კლუბს არც ისე წარმატებულ პერიოდში მოუწია. მატჩის წინ მელმა განაცხადა, რომ კატალონიაში ცუდ დროს მიემგზავრება და ამის მიზეზიც თავადვე ახსნა.
"კატალონიაში არცთუ ისე კარგ დროს მივემგზავრებით, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ. "ბარსამ" ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ჩავარდნის შემდეგ გულშემატკივრის იმედები უნდა გაამართლოს და ჩემპიონის ტიტული რაც შეიძლება სწრაფად მოიპოვოს. დარწმუნებული ვარ, რომ ტიტული მათგან არსად არ წავა. მაგრამ ჩვენც უნდა მოვიგოთ და ევროტურნირზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გოლს გავიტანთ და შემდგომ ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისათვის." - განაცხადა მელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]