ბარსელონამ მსაჯობის გამო უეფაში საჩივარი შეიტანა
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართულ მატჩებში მსაჯობის გამო უეფაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.
კლუბის განცხადებით, როგორც "სპოტიფაი კამპ ნოუზე", ისე სტუმრად გამართული დაპირისპირებების განმავლობაში არბიტრებმა თამაშის წესების უგულებელყოფით არაერთი გადაწყვეტილება მიიღეს. კატალონიელები ასევე მიიჩნევენ, რომ მკაფიო და გადამწყვეტ ეპიზოდებში VAR-ის სისტემა სათანადოდ არ ჩაერია.
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის პოზიციით, აღნიშნული შეცდომების სიმრავლემ მატჩების მსვლელობასა და დაპირისპირების საბოლოო შედეგზე პირდაპირი გავლენა იქონია. შედეგად, კლუბმა მნიშვნელოვანი სპორტული და ეკონომიკური ზარალი განიცადა.
აღნიშნული საჩივრით კლუბი უეფასადმი წარსულში გაკეთებულ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ იმეორებს. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:
"კლუბი მზად არის, უეფასთან ითანამშრომლოს მსაჯობის სისტემის გასაუმჯობესებლად, რათა თამაშის წესების უფრო მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე გამოყენება უზრუნველვყოთ."
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 1 ]